მიმდინარე პროექტები
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით
აღმოაჩინე m²
m² 17 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს
- ინოვაცია
- თავისუფლება
- ზრუნვაზე ფოკუსი
- განვითარებაზე ორიენტაცია
m² 17 წელია ლიდერია ბაზარზე, ნერგავს ინოვაციებს, ზრუნავს მაცხოვრებლების კომფორტზე, მოიპოვებს უპრეცედენტო ინვესტიციებს, სრულყოფს და ანვითარებს პროდუქტის ხარისხს, ქმნის სანდოობას და უზრუნველყოფს დაცულობას. m²-მა პირველმა შესთავაზა ბაზარს გარემონტებული სახლები, ასევე, მშენებლობის დარგში კომპანიამ დანერგა მაღალი სტანდარტი და ხელი შეუწყო დარგის განვითარებას.
m² ყოველთვის ცდილობს ერთი ნაბიჯით უსწრებდეს ბაზარს. ამის დასტურია m³ საბურთალოს ინოვაციური უბანი, რომელიც თბილისის ურბანულ განვითარებაში სრულიად ახალი კონცეფტუალური ადგილია. m³-ში სახლს მთელი უბანი მოჰყვება და ადამიანს ყველა თავისი სურვილის დაკმაყოფილება სახლიდან გაუსვლელად შეუძლია.
მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა
მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა
20 ივნისს, კომბინატის სივრცეში, სადგურის ორგანიზებით, მდგრადი ტრანსფორმაციის პირველი გამოფენა // გაცვლა // ჩატარდა.
სადგური ინოვაციური სოციალური საწარმოა, რომელიც პასუხისმგებლიან ბიზნესებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მექანიზმების დანერგვას.
ღონისძიების ფარგლებშიც, გამოუსადეგარი ნივთები გარდაიქმნა ღირებულ ექსპონატებად, ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე მიენიჭათ. გამოფენა განსაკუთრებით საინტერესო იყო მათთვის, ვინც დაინტერესებული იყო ეკოინიციატივებით, მარკეტინგითა და ხელოვნებით, რადგან ღონისძიება ჩამოთვლილ მიმართულებებს ერთ კონცეფციაში აერთიანებდა.
პროექტის პარტნიორი იყო m². კომპანიამ CSR მიმართულებით პროექტები 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე ძალიან ბევრი აქვს განხორციელებული. ღონისძიების ფარგლებში, m²-ის გამოუსადეგარი და დაზიანებული მასალები, ინსტალაციები, ლაითბოქსები, მაკეტები და სხვა ინვენტარი ექსპონატებად გარდაიქმნა.
20 ივნისს Ad Summit Tbilisi 2025
m²-ისა და “ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
თბილისში ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართა
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში, დიზაინერ თაკო მექვაბიძის და m²-ის კოლაბორაციული პროექტი შედგა