m²-ის შესახებ
m² 16 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს
კომპანიის ისტორია
m2 16 წელია ლიდერია ბაზარზე, ნერგავს ინოვაციებს, ზრუნავს მაცხოვრებლების კომფორტზე, მოიპოვებს უპრეცედენტო ინვესტიციებს, სრულყოფს და ანვითარებს პროდუქტის ხარისხს, ქმნის სანდოობას და უზრუნველყოფს დაცულობას. m²-მა პირველმა შესთავაზა ბაზარს გარემონტებული სახლები, ასევე, მშენებლობის დარგში კომპანიამ დანერგა მაღალი სტანდარტი და ხელი შეუწყო დარგის განვითარებას.
m² ყოველთვის ცდილობს ერთი ნაბიჯით უსწრებდეს ბაზარს. ამის დასტურია m³ საბურთალოს ინოვაციური უბანი, რომელიც თბილისის ურბანულ განვითარებაში სრულიად ახალი კონცეფციის ადგილია. m³ -ში სახლს მთელი უბანი მოჰყვება და ადამიანს ყველა თავისი სურვილის დაკმაყოფილება სახლიდან გაუსვლელად შეეძლება.
თავსუფლება
m² ქმნის და ავითარებს ისეთ თანამედროვე, ინოვაციურ და უსაფრთხო სივრცეებს, რომლებიც ადამიანებს დააკავშირებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან და მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით.
ზრუნვაზე ფოკუსი
იმისათვის, რომ ადამიანებმა m²-ის პროექტებში იცხოვრონ მარტივად, კომფორტულად და განსაკუთრებულად - ისე, როგორც არავის უცხოვრია, კომპანია მათ სთავაზობს კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოს, კომპლექსის მენეჯერის მომსახურებას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას. პროექტებში მაქსიმალურად გამოყენებულია ენერგოეფექტური მასალები, რაც ამცირებს როგორც ნახშირორჟანგის გამოყოფას, ასევე, კომუნალურ გადასახადებს.
განვითარებაზე ორიენტაცია
ყველაფერი, რაც სახლს ეხება უკვე მობილურშია თავმოყრილი. მობილური აპლიკაცია m² HOME შექმნილია იმისათვის, რომ მაცხოვრებლებმა გაიგონ ინფორმაცია სამეზობლოს სიახლეების შესახებ პირველებმა, ონლაინ ჩატის დახმარებით მიიღონ მენეჯერის მხარდაჭერა, გააკონტროლონ განვადების გრაფიკი და გადაიხადონ გადასახადები, დააფიქსირონ მოთხოვნები და გააკონტროლონ შესრულების ვადები ეფექტურად, გაიგონ რომელ მაღაზიებში შეეძლებათ მიიღონ ფასდაკლება m² club-ის ბარათის გამოყენებით და თვალი ადევნონ მშენებლობის პროცესს თავიანთ მობილურში.
- ინოვაცია
- თავისუფლება
- ზრუნვაზე ფოკუსი
- განვითარებაზე ორიენტაცია
- 0