3 ივნ, 2015
კომპანია m²-მა ლონდონში გამართულ უძრავი ქონების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
დეველოპერულმა კომპანიამ m² უძრავი ქონება ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში, საქართველოს უძრავი ქონების შესახებ გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ის ფორუმში მონაწილეობდა როგორც საქართველოს უძრავ სექტორში ერთ-ერთი წამყვანი და წარმატებული კომპანია. უძრავი ქონების შესახებ ფორუმს 100-მდე ქართველი და ბრიტანელი ბიზნესმენი ესწრებოდა, მათ შორის ბრიტანული და საერთაშორისო უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიები, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები. დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო გარემო და უძრავი ქონების სექტორში არსებული საინვესტიციო პროექტები გააცნო. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კომპანია m2-მა გამართა მიღება, სადაც განხილულ იქნა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები.
ფორუმი, საქართველოში უძრავი ქონებისა და სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის “Cushman & Wakefield | Veritas Brown”-ის ორგანიზებით გაიმართა.
მსგავსი სიახლეები