3 მაი, 2018
კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ გუდაურში სასტუმრო შეიძინა
კომპანია „m² უძრავი ქონება“ ზამთრის კურორტ გუდაურში სასტუმროს შეძენის შესახებ აცხადებს. m²-მა მშენებარე სასტუმროს შესყიდვისთვის ჯამურად $7,2 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. 134 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას „m² უძრავი ქონების“ სამშენებლო კომპანია „BK Construction“-ი დაასრულებს. არსებული გეგმის მიხედვით სასტუმრო პირველი დამსვენებლების მიღებას მიმდინარე წლის ზამთრის საკურორტო სეზონის დასაწყისში, 2018 წლის დეკემბერში შეძლებს.
სასტუმროების ქსელის განვითარება m²-ის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. კომპანიის მიერ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, m² მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების 1000-მდე გაზრდას გეგმავს.
„მოხარული ვარ, რომ m² ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კურორტ გუდაურშიც იქნება წარმოდგენილი და დამსვენებლებს კომფორტულ გარემოსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აქაც შესთავაზებს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისევე გუდაურისთვისაც“ – აცხადებს კომპანია „m² უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.
მსგავსი სიახლეები