17 ნოე, 2015
m² იპოდრომთან 2 - ხიმინჯების მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
კომპლექსის m² იპოდრომთან 2 ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს სამობილიზაციო სამუშაოები. შეყვანილია ტექნიკა და მიმდინარეობს ხიმინჯების მოსაწყობად მზადება. ამჟამად სამშენებლო მოედანზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა, რის შემდეგაც დაიწყება ხიმინჯებისთვის ბურღვა, რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობა და დაბეტონება.
კომპლექსს კომპანია ანაგი აშენებს. 2015 წლის მდგომარეობით კომპანიას დასრულებული აქვს 200-მდე სამშენებლო პროექტი.
m²-ს თანამშრომლობა კომპანიასთან ერთ მიმდინარე (m² თამარაშვილზე) და ერთ დასრულებულ კომპლექსს მოიცავს (m² ნუცუბიძეზე).
m² იპოდრომთან 2 ბარდება დასრულებული რემონტით 2018 წლის ოქტომბერში.
მსგავსი სიახლეები