25 ნოე, 2015
m² გალერეაში თამარ ჯანიაშვილის ნახატების გამოფენა გაიხსნა
m² გალერეაში თამარ ჯანიაშვილის ნახატების გამოფენა გაიხსნა. თამარი თვითნასწავლი მხატვარია. განათლება ეკონომიკისა და სამართალმცოდნეობის კუთხით აქვს მიღებული, თუმცა კარიერასა და შემოქმედებას შორის ბალანსის დაცვა არ უჭირს. პირველი პერსონალური გამოფენა 2002 წელს ჰქონდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში.
m² გალერეა თანამედროვე სივრცეა ინტერიერის დიზაინის შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვებისათვის. გალერეაში დროდადრო ეწყობა ახალგაზრდა ფოტოხელოვანებისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ, თანამედროვე ხელოვნება რეალურ საცხოვრებელ გარემოში აღიქვან.
გალერეამ უკვე უმასპინძლა გოგა ჩანადირის, ირაკლი ბლუიშვილისა და მიშა არბოლიშვილის ნამუშევრების გამოფენებს.
მსგავსი სიახლეები