22 ივლ, 2014
m²-ის კიდევ ერთი ენერგოეფექტური პროექტი - m² თამარაშვილზე
22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე დეველოპერულმა კომპანია m2-მა კიდევ ერთი ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც თბილისში, მ. თამარაშვილის ქ.#6-ში აშენდება.
.
m² თამარაშვილზე 270 ბინიანი კომპლექსია, განთავსებული 19 სართულზე.მოსახერხებელი მდებარეობით გამორჩეულ კომპლექსში მოხვედრა შესაძლებელია როგორც ვაკე-საბურთალოს გზიდან, ასევე ყაზბეგის გამზირიდანაც.
.
საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ ბინას აქვს მთლიან ფასადზე გახსნილი ვიტრაჟული კარ–ფანჯარა და აივნები. პროექტს უნიკალურს ხდის არსებული გამწვანებული გარემოც, რომელსაც მრავალწლიანი ნარგავები და მახლობლად მდებარე სკვერი ქმნის. დამატებითი კომფორტისთვის, m²-ის კომპლექსის მომსახურება უზრუნველყოფს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოებისა და ლიფტების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
.
პროექტი m² თამარაშვილზე დაფინანსებულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ, 14 მლნ აშშ დოლარით, საიდანაც 4 მლნ აშშ დოლარი კანადის მთავრობამ უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობის მიზნით გამოყო. m² თამარაშვილზე 23%-მდე ენეგროეფექტური იქნება, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მისცემს.
.
საცხოვრებელი კომპლექსის m² თამარაშვილზე მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დასრულდება.
.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ეხება m²-ის მიერ სამშენებლო პროექტების დივერსიფიკაციას, სხვადასხვა შესაძლებლობისა და მოთხოვნების მქონე მომხმარებელზე მორგებული სამშენებლო პროექტების შეთავაზებას. უახლოეს მომავალში, დეველოპერული კომპანია m² მომხმარებელს შესთავაზებს ორ ახალ სამშენებლო ხაზს: ყველასათვის ხელმისაწვდომი ოპტიმალური ხაზი, რომლის შემთხვევაშიც ორ ოთახიანი სრულად გარემონტებული ბინის ფასი დაიწყება 29 000 აშშ დოლარიდან; ასევე, მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის განკუთვნილი პრემიუმ ხაზი, რომლის შემთხვევაშიც თითოეული პრემიუმ კლასის ბინა ინდივიდუალურად იქნება მორგებული მფლობელის საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს.
მსგავსი სიახლეები