27 სექ, 2017
m²-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა
საბურთალოს რაიონის გამგეობას და დეველოპერულ კომპანია ”m² უძრავი ქონება”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე, ყაზბეგის გამზირზე №9ა კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობისთვის სკვერის მოწყობას ისახავს.
მემორანდუმს ხელი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და კომპანია “m² უძრავი ქონების” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს.
სკვერში ბავშვებისათვის საქანელები დამონტაჟდება. ძველი სკამები კი ახლით შეიცვლება. სკვერში ასევე მთლიანად შეიცვლება და კეთილმოეწყობა საფარი.
კომპანია m²-ის მისიაა შექმნას ცხოვრების უკეთესი ხარისხი საქართველოში. ამჯერად, საბურთალოზე, ყაზბეგის გამზირის მოსახლეობისთვის შექმნის სივრცეს უკეთესად დასვენებისთვის.
მსგავსი სიახლეები