22 სექ, 2014
m² -ის პროდუქტების ახალი ხაზის და ახალი პროექტის პრეზენტაცია
დეველოპერულმა კომპანია m²-მა, განაცხადა თბილისში ახალი კონცეფციის მქონე სამშენებლო პროექტის ოპტიმა ისანის დაწყების შესახებ. საცხოვრებელი კომპლექსი ოპტიმა ისანი კომპანია m²-ის ახალ ოპტიმალურ სამშენებლო ხაზს ეკუთვნის, რომლის ფარგლებშიც კომპანია უფრო მეტი ოჯახისთვის ხელმისაწვდომ და მომხმარებელზე მორგებულ სამშენებლო პროექტებს განახორციელებს თბილისი სხვადასხვა უბნებში. საცხოვრებელ კომპლექსში ოპტიმა ისანი, ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, შესაძლებელია სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა, ნაკლებ ფასად. ამასთან, გარემონტებული ბინის შეძენით მფლობელი დაზოგავს დროს, ფულს და ენერგიას. ოპტიმა ისანი კომპანია m²-ის ოპტიმალური ხაზის პირველი პროექტია, რომელშიც 2-ოთახიანი გარემონტებული ბინის შეძენა 29,000 აშშ დოლარიდან არის შესაძლებელი.
კომპანია m²-ი მომხმარებელს სთავაზობს სიახლეს ბინის შეძენის თვალსაზრისითაც – მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ბინა საქართველოს ბანკის უფრო გრძელვადიანი იპოთეკური სესხით, რაც საგრძნობლად შეამცირებს ყოველთვიურ შენატანს და უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის: ორ ოთახიანი ბინის შეძენა ოპტიმა ისანის საცხოვრებელ კომპლექსში თვეში 213 აშშ დოლარიდან იქნება შესაძლებელი; სამ ოთახიანის – 329 აშშ დოლარიდან, ხოლო ოთხ ოთახიანის – 495 აშშ დოლარიდან.
238-ბინიანი სამშენებლო კომპლექსი ოპტიმა ისანი თბილისში, მოსკოვის გამზირის 14ა-ში მდებარეობს და ორი დამოუკიდებელი კორპუსისაგან შედგება, რომელიც 5,237 კვ.მ-ზე განათავსდება. საცხოვრებელი კომპლექსი ოპტიმა ისანი 23%-მდე ენეგროეფექტური იქნება, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ოპტიმა ისანი საცხოვრებელ კომპლექსში ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. შესაბამისად, მობინადრეები შეძლებენ პირადაპირ შევიდნენ და იცხოვრონ საკუთარ ბინებში. სრულად გარემონტებულ ბინაში კი მათ დახვდებათ სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. საცხოვრებელი კომპლექსი ოპტიმა ისანი აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით: ავტოსადგომი, გასართობი, მოსასვენებელი და რეკრეაციული ზონები. დამატებითი კომფორტისთვის საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით და კომპლექსის მოვლის მომსახურებით. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ოპტიმა ისანი 2016 წლის ივლისში დასრულდება.
მშენებლობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია ალდაგში და რისკები გადაზღვეულია ACE Europian Group -ში.
მსგავსი სიახლეები