11 ივნ, 2014
m²-მა ობლიგაციების ახალი ემისიის შესახებ განაცხადა
დღეს m²-მა განაცხადა ობლიგაციების ახალი ემისიის შესახებ, რის შედეგადაც მომხმარებელს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა უკეთესად ამუშაოს საკუთარი ფული. m²–ის ობლიგაციების პირველი გამოშვება განხორციელდა 2014 წლის აპრილში და 1 თვის მანძილზე სრულად განთავსდა. ამასთან, მომხმარებლის მხრიდან მოთხვონამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიწოდებას.
m²-ის ერთწლიანი, აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების ახალი ემისიის მოცულობა 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება კი - 1,000 აშშ დოლარს. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც დააბანდებს საკუთარ თავისუფალ სახსრებს ხსენებულ ობლიგაციებში, მიიღებს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 8.42%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე).
.
ობლიგაციის გამოშვებით, m² ახდენს მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციას და საქართველოში ამკვიდრებს თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას. კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითრების ხელშეწყობისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bonds.ge და www.m2.ge
მსგავსი სიახლეები