22 მაი, 2014
m²-მა ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა
დეველოპერულმა კომპანიამ m², აშშ დოლარში დენომინირებული, ერთწლიანი ობლიგაციების გამოშვების თაობაზე ერთი თვის წინ განაცხადა.
თავისუფალი ფინანსური სახსრების დაბანდება m²–ის ობლიგაციებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რის შედეგადაც მომხმარებელს საშუალება მიეცა საკუთარი ფული უკეთესად დაესაქმებინა.
„მოხარული ვართ, განვაცხადოთ m²–ის ობლიგაციების განთავსების წარმატებით დასრულების შესახებ. ობლიგაციებზე დაფიქსირდა მაღალი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან, რის შედეგადაც ობლიგაციების განთავსება სულ ერთ თვეში დასრულდა. დეველოპერული კომპანია m² განაგრძობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და მომავალშიც გეგმავს მომხმარებელს შესაძლებლობა მისცეს დააბანდოს საკუთარი თავისუფალი ფინანსური სახსრები თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებში. ხსენებული ობლიგაციების გამოშვებით m²-მა, რომელიც, ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხით აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, მოახდინა მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაცია,“განაცხადა დეველოპერული კომპანიის m² სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ.
ობლიგაციების შეთავაზებასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.bonds.ge
მსგავსი სიახლეები