დასრულებული პროექტები
ყაზბეგზე
28.02.2016
საცხოვრებელი კომპლექსი ალ. ყაზბეგის გამზ. N25-ში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პრესტიჟულ უბანში, 6,201 კვ.მ. ტერიტორიაზე აშენდა და 295 ბინას მოიცავს.
პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და კანადის მთავრობის მიერ, 14 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის განახლებადი გრძელვადიანი სესხით, საიდანაც 4 მილიონი აშშ დოლარი კანადის მთავრობამ გამოყო ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნობრიობით.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ თანამედროვე, ენერგოეფექტური კომპონენტების გამოყენებაა, რითაც 23%-მდე ენერგოეფექტურობა მიიღწევა და, შესაბამისად, კომუნალური ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.
კომპლექსის უპირატესობები:
მოსახერხებელი მდებარეობა - ქალაქის 2 ცენტრალურ გამზირს შორის, ორი მხრიდან საავტომობილო მისასვლელით;
მიწისქვეშა ავტოსადგომი;
3,500 კვ.მ. სარეკრეაციო ზონა დასვენებისა და გართობისთვის, ეზოში არსებული მრავალწლიანი ნარგავებით;
23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები; ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა; დაბალი ენერგიის მოხმარების ელექტრონათურები;
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში;
კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
სახლის გეგმარება და ინტერიერის დიზაინი მობინადრეებმა თავად შეარჩიეს. ცნობილი ევროპული ბრენდების სარემონტო მასალები და გათბობის სისტემა სახლის სიმყუდროვესა და სილამაზეს დიდი ხნით უზრუნველყოფს. მათ აგრეთვე სახლში დახვდათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.
გალერეა
მდებარეობა
ალ. ყაზბეგის გამზ. 25
entertainment
education
education
education
hospital
education
entertainment
banks
banks