დასრულებული პროექტები
m² იპოდრომთან
საცხოვრებელი კომპლექსი m² იპოდრომთან აშენდა გ. კარტოზიას N8-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან, ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს. კომპლექსი ითვალისწინებს კომფორტის ყველა აუცილებელ პარამეტრს.
კომპლექსი შედგება 9 დამოუკიდებელი შენობისგან. დაგეგმარების კონცეფცია ეფუძნება ყოველი კვადრატული მეტრის ეფექტურ გამოყენებას. თითოეული შენობის ბოლო სართულზე განლაგებულია დუპლექსის ტიპის ბინები დიდი ტერასებითა და შესანიშნავი ხედებით.
კომპლექსის უპირატესობები:
მოსახერხებელი მდებარეობა
ღია და დახურული ავტოსადგომი;
სარეკრეაციო ზონა დასვენებისა და გართობისთვის;
სპორტული მოედანი და საბავშვო სივრცე;
კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
მაცხოვრებლებს სახლები ჩაბარდათ დასრულებული რემონტით, სამზარეულოთი, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.
გალერეა
მდებარეობა
გ. კარტოზიას ქ. N8