მიმდინარე პროექტები

m² მთაწმინდის პარკთან

მდებარეობა
ინოვაციების ქ. 20
დასრულების თარიღი
22.12.2023
გაყიდული ბინები
73
დარჩენილი ბინები
175

„m² მთაწმინდის პარკთან“ ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. ახალი პროექტი მოიცავს 6 ხუთ სართულიან შენობას, სხვადასხვა დაგეგმარების სახლებით, ეზოებით, ტერასებითა და დუპლექსებით.
პროექტი გათვლილია მათთვის, ვისაც უფრო მეტ სიმწვანესა და სიმშვიდეში სურთ ცხოვრება, ვინც უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სიჯანსაღესა და კეთილდღეობას. „m² მთაწმინდის პარკთან“ დასვენების, სიმყუდროვის და „საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების“ ადგილია.

კომპლექსი განთავსდება 13 წთ. სავალზე თავისუფლების მოედნიდან, რაც შესამჩნევი უპირატესობაა ბევრ თბილისის ცენტრალურ და შუალედურ უბნებთან. კომპლექსს პირდაპირი კავშირი ექნება ინოვაციების ქუჩასთან, რაც მაცხოვრებლებს მობილობის სხვადასხვა შესაძლებლობებს მისცემს თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებზე, მთაწმინდის პარკთან სიახლოვე კი დამატებით ღირებულებას სძენს პროექტს.
ფუნიკულიორის საბაგიროსთან მარტივად წვდომისთვის, მაცხოვრებლებს მოემსახურება ელექტრომობილი.

ყველა სახლიდან გაიშლება გამწვანებული პანორამული ხედი. თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად მოეწყობა თანამედროვე დიზაინითა და ორიგინალური მასალებით მოპირკეთებული ეზო და გამწვანებული სარეკრეაციო ზონა.
კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის განთავსდება სავარჯიშო დარბაზი, სადაც ექნებათ შესაძლებლობა სისტემატიურად მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
პროექტის მახასიათებლები:

• ტერიტორიის საერთო ფართობი - 20,000 კვ.მ.
• კორპუსების რაოდენობა - 6
• სართულების რაოდენობა - 5
• სახლების რაოდენობა - 175
• მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა - 212
• კომპლექსი აღჭურვილი იქნება სახანძრო წყლის და სასმელი წყლის ავზებით, ასევე, გენერატორით, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების
სისტემების, სახანძრო წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, სადარბაზოების, საზოგადოებრივი სივრცის და ტერიტორიის საევაკუაციო და ავარიულ განათებას.
• კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ენერგოეფექტურობა, რაც დაგიზოგავთ კომუნალურ გადასახადებს.
• კომპლექსში დაცული იქნება მისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი.

კომპლექსის მომსახურება:
• კომპლექსის მენეჯერი
• 24 საათიანი დაცვა
• დასუფთავება
• გამწვანების მოვლა

 

მშენებლობის დასრულების ვადა:

2025 წელი

m² at Mtatsminda Park

შენობის სპეციფიკაცია

გადახდის პირობები

ბინის შეძენა შესაძლებელია ერთიანი გადახდით, იპოთეკური სესხით ან უპროცენტო შიდა განვადებით

ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.

მდებარეობა

ინოვაციების ქ. 20

  • პროექტის შესახებ
  • შენობის მახასიათებლები
  • გადახდის პირობები
  • გალერეა
  • ადგილი