მიმდინარე პროექტები
m³ საბურთალო - III ფაზა
m²-ის ახალი საცხოვრებელი უბანი, "m³ საბურთალო" თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მარშალ გელოვანის გამზირსა და ბაქრაძის ქუჩას შორის მოქცეულ 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან 900 მეტრში მდებარეობს.
უბნის კონცეფცია, რომელზეც ცნობილმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია “ZGF”-მა იმუშავა, ინოვაციურია. ის 21-ე საუკუნის ადამიანებს სთავაზობს ურთიერთობებსა და კომფორტულ გარემოს სახლის გარეთ, დროისა და ენერგიის დაზოგვასა და ჯანსაღად ცხოვრებას.
უბანი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ლანდშაფტის დიზაინის ერთიანი ხედვით დაიგეგმა. ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას.
"m³ საბურთალო" გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას გაზარდოთ თქვენი პირადი სივრცე, იცხოვროთ თავისუფალ, მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოში, სადაც სახლს მთელი უბანი მოჰყვება. m³-ის კონცეფცია თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსა და გემოვნებაზეა მორგებული.
უბნის ცენტრალურ ნაწილს 14 000 კვ.მ. პარკი დაიკავებს, რომლის გარშემოც გაშენდება ბულვარი და ველო ბილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება სპორტული მოედნები, სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, დახურული საცურაო აუზი, ფიტნესცენტრი, საერთო სამუშაო სივრცეები და ელექტრო დამტენები.
მშენებლობის დასრულების ვადა:
I ფაზა: I, II, III კორპუსები - დასრულებულია
II ფაზა: IV კორპუსი - დასრულებულია | V, VI კორპუსები - 2024 წელი
III ფაზა: VII, IX კორპუსები - 2023 წელი | VIII, X კორპუსები - 2024 წელი
IV ფაზა: XI, XII კორპუსები - 2026 წელი
V ფაზა: XIII კორპუსი - 2026 წელი
შენობის სპეციფიკაცია
გადახდის პირობები
ბინის შეძენა შესაძლებელია ერთიანი გადახდით, იპოთეკური სესხით ან უპროცენტო შიდა განვადებით
გალერეა
მდებარეობა
მარშალ გელოვანის გამზ. N1
trade
trade
entertainment
banks